ვარშავის კულტურისა და მეცნიერების 42-სართულიანი სასახლე, რომელიც პოლონეთის ყველაზე მაღალი შენობაა, გუშინ, 4 დეკემბერს, ავრომაიდანთან სოლიდარობის ნიშნად, უკრაინული დროშის ფერებით განათდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა, ხანნა გრონკევიჩ–ვალცმა მიიღო. პოლონურ ქალაქ ვროცლავში, ევრო – 2012 მატჩების მასპინძელი მუნიციპალური საფეხბურთო სტადიონის გარე განათება უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში გაკეთდა.
korrespondent.net
მასალის გამოყენების პირობები