Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1386733370.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1386733370.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1386733370.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1386733370.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
მსოფლიო
მაიდანმა ღამის შტურმს გაუძლო
უკრაინული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ ადგილობრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა თანდათან ემსგავსება პოლიციურ ქვეყანას და უკრაინელებმა უნდა იბრძოლონ ამის წინააღმდეგ. ამავე ინტერვიუში შესაბამის კითხვაზე მან უპასუხა, რომ სწორედ ახლა მიდის მოლაპარაკებებზე, რათა ღამით დაწყებული შტურმის მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდეს. კიევში, მაიდანზე, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სპეცრაზმელებმა შტურმი დაიწყეს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის ღამით მომხდარი შეტაკებებისას, 8 ადამიანი წვრლიმანი ხულიგნობისთვის დააკავეს, თუმცა, ოქმების შედგენის შემდეგ, ისინი გაათავისუფლეს. უკრაინის შსს – მ სამართალდამცავების ქმედებებს, კომუნლური სამსახურებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებები უწოდა. პეჩორის რაიონული სასამართლოს წარმომადგენელმა მანამდე სასამართლოს იმ დადგენილების შესახებ განაცხადა, რომელიც ტროტუარებისა და გზების ბლოკირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამავე დროს, ევრომაიდანის სცენიდან, წაიკითხეს კანონი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას 22.00 საათის შემდეგ კრძალავს. კერძოდ, კანონით, სასამართლო დადგენილების აღსრულება აკრძალულია ღამის საათებში, თუ ის 22.00 საათამდე არ დაწყებულა და სხვა ადამიანებისთვის სიცოცხლის საფრთხეს არ წარმოადგენს. ევროპული ქვეყნების ლიდერებმა და აშშ–მა სასტიკად დაგმეს უკრაინის ხელისუფლების მიერ ევრომაიდანის ძალის გამოყენებით დაშლა. მაიდანზე, რომელმაც ღამის შტურმს გაუძლო, უნიანის ინფორმაციით, ამ დროისათვი 10 ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მიუხედავად იმისა, რომ მეტროსადგურები «კრეშჩატიკი“ და „მაიდან ნეზალეჟნოსტი» მგზავრებისათვის დაკეტილია, ხალხი მაინც ახერხებს მაიდანზე მისვლას და მომიტინგეებს უერთდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.