ევროპარლამენტის სპეციალური წარმომადგენელი, ალექსანდრ კვასნესვსკი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ სწრაფი სანქციების გატარებას მხარს არ უჭერს და ოპოზიციას იანუკოვიჩის წინადადებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს. პოლონეთის ექს–პრეზიდენტმა იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებზე ოპოზიციის უარს, მაიდანზე 11 დეკემბერს განხორციელებული შტურმის შემდეგ, შეცდომა უწოდა. კვასნევსკის სიტყვებით, ბოლო დრონიდენლი მოვლენების მიუხედავად, იანუკოვიჩი უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტად რჩება. "სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, თუმცა, არა იმდენად, რომ ვადამდელ არჩევნებზე მოლაპარაკებები დაიწყოს", - აღნიშნა მან.
კვასნევსკიმ იანუკოვიჩისთვის დამახასითებელ გაორებაზე მიუთითა: „მას დღეს უკრაინის ევროპაში შეყვანა უნდა, მეორე დღეს კი რუსეთში". უნიანის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა და ძალის არ გამოყენების პირობა მისცა. ოპოზიციონერების აზრით, მოლაპარაკებების თაობაზე მანდატი სწორედ ევრომაიდანმა უნდა გასცეს.
მასალის გამოყენების პირობები