რომის პაპი ფრანცისკი, ჟურნალ „Time“– ის ვერსით, “წლის ადამიანად” დასახელდა.
ფრანცისკის პაპად კურთხევიდან ჯერ ერთი წელიც არაა გასული, თუმცა ამ დროის განმავლობაში, მან შეძლო კათოლიკური ეკლესიის იმიჯის გაუმჯობესება. კერძოდ, მან მკვეთრად შეცვალა პაპის სტილი და უარი თქვა ფუფუნებაზე. "ეს დიდი იშვიათობაა, როდესაც მანამდე ყველასთვის უცნობმა ადამიანმა, მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა შეძლო ", - აღნიშნა ჟურნალის შეფ–რედაქტორმა ნენსი გობსმა.
ხორხე მარიო ბერგოლიო ინტრონიზაციამდე ბუენოს აირესში კარდინალი იყო. პაპმა სახელი XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე კათოლიკური წმინდანის ფრანცისკ ასიზელის პატივსაცემად დაირქვა. რომის პაპის თქმით, ეს წმინდანი " მშვიდობისა და სიღარიბის განსახიერება იყო".
მასალის გამოყენების პირობები