ლონდონში, თეატრ "აპოლოში" წარმოდგენისას ჭერი ჩამოინგრა. დაშავებულია 88 ადამიანი. რამდენიმე მათგანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
დარბაზი, რომელიც 775 ადგილზეა გათვლილი, საღამოს მთლიანად შევსებული იყო. შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან მაშველები და მეხანძრეები.
ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი , შესაძლოა იმ საღამოს, სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ლონდონში ამოვარდნილი ძლიერი გირგალი და კოკისიპირული წვიმა გამხდარიყო.
ru.euronews.com
მასალის გამოყენების პირობები