დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იუკოსის ექს-ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, იტყობინება კრემლის პრეს-სამსახური.
19 დეკემბერს, ვლადიმირ პუტინის ყოველწლიური პრეს-კონფერენციის მსვლელობისას, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხება თუ არა ამნისტია მიხაილ ხოდორკოვსკის, პუტინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ამ უკანასკნელმა უკვე მიმართა მას შეწყალების თხოვნით, რომელიც დაკმაყოფილდება: "მან სერიოზული სასჯელი მოიხადა. ის ჰუმანიტარული ხასიათის მიზეზებს ასახელებს - დედის მძიმე ავადმყოფობას. ვთვლი, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და უახლოეს დროში ხელი მოვაწერო განკარგულებას მისი შეწყალების შესახებ’’.
ხოდორკოსვკი პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში იწურებოდა.
ria.ru/incidents
მასალის გამოყენების პირობები