Pussy Riot წევრი, მარია ალიოხინა, დღეს დილით ნიჟნი ნოვგოროდის N2 კოლონიიდან გამოვიდა, სადაც ის სასჯელს იხდიდა. ამის შესახებ ინტერფაქსს, ამავე საქმით პატიმრობაში მყოფი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას მეუღლემ, პიოტრ ვერზილოვმა განუცხადა.
ალიოხინას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა „ხულიგნობის“ მუხლით , მოსკოვის საკათედრო ტაძარში შესრულებული პანკსიმღერის - ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი - გამო მიესაჯა.
Pussy Riot -ის წევრს, სახელმწიფო სათათბიროს მიერ, გასულ კვირას რუსეთის კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტია შეეხო.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები