კიევის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, სახალხო გაერთიანება მაიდან - ს შექმნიან.
მას ოპოზიციის სამი ლიდერის (ოლეგ ტიაგნიბოკი, არსენი იაცენიუკი და ვიტალი კლიჩკო) გარდა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს -პრემიერი იულია ტიმოშენკო, მომღერალი რუსლანა და შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი იური ლუცენკო უხელმძღვანელებენ.
გაერთიანება მაიდანმა უკვე მოითხოვა უკრაინის ახალი კონსტიტუციის მიღება, ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსის აღდგენა და პირობა დადო, რო, ქვეყნის განვითარების ახალი პროექტს შეიმუშავებს. მოთხოვნაში ასევე საუბარია სასამართლო სისტემაში ცვლილებებისა და მილიციის განახლების შესახებ.
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა საპროტესტო აქციების გაგრძელება.
მასალის გამოყენების პირობები