ტროლეიბუსის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა ვოლგოგრადში, ამდენივე დაშავდა. საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, რუსეთის შსს-მ და საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურეს დღევანდელი აფეთქების ფაქტი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ვოლგოგრადის, ძერჟინსკის რაიონში, ბაზართან ახლოს. „აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტროლეიბუსისგან არაფერი დარჩა", - განაცხადეს საგანგებო ვითარებათა სამინისტროს რეგიონულ განყოფილებაში. ეს უკვე მეორე აფეთქებაა ვოლგოგრადში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში და მესამე ბოლო ორი თვის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები