სალვადორის ხელისუფლებამ საგნგებო სიტუაცია გამოაცხადა და ვულკან ჩაპარასტიკეს მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მოსალოდნელია ვულკანის ძლიერი ამოფრქვევა: მთიდან ამომავალი ბოლისა და ფერფლის ნახვა უკვე შესაძლებელია მისგან 140 კმ-ში განლაგებული დედაქალაქიდან.
ზოგიერთ რაიონში ფერფლის ნალექი უკვე დაფიქსირდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ევაკუირებულთა რიცხვმა, შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს მიაღწიოს.
მასალის გამოყენების პირობები