სოჭში შესვლას სამართალდამცავი ორგანოების 30 ათასზე მეტი თანამშრომელი გააკონტროლებს.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები ამოქმედდება და ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე გასტანს.
აკრძალული ზონა დეტალურად არის გაწერილი: ის ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აფხაზეთამდე გადის. დახურულ ზონაში მოხვედრა, მხოლოდ სპეციალური საშვებით და მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისათვის იქნება შესაძლებელი.
ნახევარი წლის წინ თვითაღიარებული „იმარატ კავკაზის“ ლიდერმა დოკუ უმაროვმა რუსეთის მთელს ტერიტორიაზე თავის თანამებრძოლებს სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩაშლისკენ მოუწოდა.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები