აშშ – ში უჩვეულო ყინვებია. ნიუ–იორკში ტემპერატურა ბოლო 100 წლის გნამავლობაში რეკორდულ მაჩვენებლამდე –15°C – მდე დაეცა.
არქტიკულ ციკლონს, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკა მოიცვა, აშშ–სა და კანადაში 25 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
უსახლკაროთა თავშესაფრები გადავსებულია. მოხალისეები ქუჩებში დაეძებენ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ატლანტაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძლიერესი ყინვა –14°C დაფიქსირდა. ფლორიდაში ტეპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა, რაც მოსახლეობას არ ახსოვს.
კანადის მოსაზღვრე რაიონებში გაცილებით უფრო სეროზული სიტუაციაა, იქ თერმომეტრი –40 გრადუსს უჩვენებს. შესაბამისად, ნავთობზე და ელექტროენერგიაზე ფასებმა ზრდა დაიწყო. ენერგეტიკოსები მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიისკენ მოუწოდებენ.
ru.euronews.com
მასალის გამოყენების პირობები