რუსეთმა დაბლოკა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განცხადება, რომელიც გმობდა სირიის სახელისუფლებო ჯარების მიერ ალეპოს სამოქალაქო მოსახელობაზე საჰაერო დარტყმების მიყენებას. პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად, რომლის დროსაც ტროტილის კასრები და რაკეტა Scud გამოყენეს, 700–მდე ადამიანი დაიღუპა. გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესწორებები შეიტანა დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებულ განცხადებაში და იქიდან ალეპოში მომხდარის შესახებ ინფორმაცია ამოიღო. მანამდე რუსეთმა, გაეროში ასადის მთავარმა მოკავშირემ, ერთხელ უკვე დაბლოკა მსგავსი გნცხადება, რომელიც დეკემბერში აშშ–მა მოამზადა.
bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები