ანალიტიკური კომპანია „პლანალიტიკსის“ განცხადებით, წლევანდელი სიცივე შტატებში სუპერშტორმ „სენდის“ მიერ 2012 წელს გამოწვეული ზარალის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური რყევის მიზეზი გახდა. ამერიკული ავიაკომპანიების დანაკარგები, რომლებსაც უამინდობის გამო 20 ათასამდე რეისის გადადება მოუხდათ, 50–დან 100 მილიონამდე დოლარს აღწევს. მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია კანალიზაციის სისტემაში მომხდარმა ავარიებმა. სკოლების დახურვის გამო ბევრი მშობელი იძულებული გახდა სამსახური გაეცდინა. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით ანომალიური სიცივეებისგან კაბელურმა ტელეარხებმა, ინტერნეტ–მაღაზიებმა და ადგილზე მიწოდების სერვისის მქონე რესტორნებმა სარგებელი მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები