ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი დოკუ უმაროვი ისევ მკვდრად გამოაცახდა. კადიროვი ბოევიკების სატელეფონო ზარების მოსმენის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ უმაროვის სიკვდილი უეჭველი ფაქტია. "ჩვენ 99%–ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ უმაროვი ერთ–ერთი ოპერაციის დროს დაიღუპა, ახლა უკვე არსებობს მტკიცებულბები იმისა, რომ ის ნამდვილად განადგურებულია, თუმცა გვამი ჯერ არაა ნაპოვნი, ჩვენს მას ვეძებთ", - განაცხადა კადიროვმა ხუთშაბათს.
ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც დოკუ უმაროვს მკვდრად აცხადებენ. თუმცა, წყარომ რუსული სპეცსამსახურებიდან ინტერფაქსს განუაცხადა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას დოკუ უმაროვის გარდაცვალების შესახებ.
bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები