ბრიუსელში სერბეთის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იწყება. ევროკავშირს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევანგელოს ვენიცელოსი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე წარმოდგენენ. სერბეთიდან პრემიერ–მინისტრ ივიცა დაჩიჩს და მის პირველ მოადგილეს, ალექსანდრ ვუჩიჩს ელოდებიან. მოლაპარაკებების პირველ რაუნდს სიმბოლური ხასიათი ექნება, აღიარებენ ევროკავშირის წარმომადგენლები. სერბეთის საინფორმაციო სააგენტოს Tanjug–ს ცნობით, ევროკავშირში სერბეთის შესვლასთან დაკავშრებით მოლაპარეკებებისკენ გზა გასული წლის ბოლოს გაიხსნა. მაშინ ევროპულმა ქვყნებმა, ბელგრადის მიმართ, სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებული მოთხოვნები შეარბილეს. 2013 წელს ევროკავშირში ყოფილი იუგოსლავიის კიდევ ერთი რესპუბლიკა– ხორვატია შევიდა. მისი ევროკავშირთან მოლაპარაკებები 8 წელს გაგრძელდა.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები