კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეები სტადიონ „დინამოს“ წინ მდებარე მოედანზე დაბრუნდნენ. მილიციასთან მორიგი შეტაკების შემდეგ, როდესაც „ბერკუტმა“ გრუშევსკის ქუჩაზე ბარიკადები გაარღვია მომიტინგეები ევროპის მოედნისკენ გაიქცნენ. უკრაინის შსს–ს ინფორმაციით, ბერკუტმა ბარიკადებზე შეტევა მას შემდეგ მიიტანა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მომიტინგეები სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ, ქიმიური დამწვრობის გამომწვევი, უცნობი ნივთიერების გამოყენებას აპირებენ. მაიდანის თავდაცვის შტაბმა, „ევრომაიდანის“ ერთ–ერთი აქტივისტის სიკვდილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. შსს ადასტურებს, რომ გრუშევსკის ქუჩაზე ნაპოვნია ადამიანის ცხედარი, რომლის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
მასალის გამოყენების პირობები