ქაიროში ძლერი აფეთქების შედეგად, ყველაზე ცოტა, 4 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. დანაღმული მანქანა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 6:30 საათზე, უსაფერთხოების ძალთა ცენტრალურ სამმართველოსთან აფეთქდა. მნიშვნელოვანი მსხვერლის თავიდან აცილება შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ პარასკევს, მუსულმანებისთვის უქმე დღეს, ქუჩებში ხალხმრავლობა არ იყო. აფეთქების ადგილას 6– მეტრიანი ორმო გაჩნდა. დიდი ზარალი მიადგა ახლომდებარე შენობებს – ქალაქის ძველ უბანში განლაგებულ 8- სართულიან სახლს და რესტავრაციის შემდეგ, ახლახან გახსნილ ისლამურ მუზეუმს. ეგვიპტის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს – კერძოდ, საგანგებო კონტროლი დაწესდა აეროპორტსა და ავტომაგისტრალებზე.
ru.euronews.com
მასალის გამოყენების პირობები