აშშ-მა სარაკეტო დარტყმა მიაყენა სომალის სამხრეთით მდებარე ტერორისტების სავარაუდო ბაზას — ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. უწყების თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამიზნეს, დაჯგუფება «აშ-შაბაბის» ერთ-ერთი ხელმძღვანელი წარმოადგენდა. თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი დეტალებზე, არც ისაა ცნობილი, იყო თუ არა ოპერაცია წარმატებული. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დარტყმა იმავე რაიონს მიაყენეს, სადაც გასული წლის ოქტომბერში ამერიკულმა სპეცრაზმმა ბოევიკების ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირება ვერ მოახერხა.
ru.euronews.com
მასალის გამოყენების პირობები