მოსკოვმა და ბრიუსელმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის თავის მხარეზე გადაქაჩვა, თვლის ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერი.
ევროკავშირ-რუსეთის სამიტის დაწყების წინ, ეტინგერმა მოუწოდა მოსკოვსა და ბრიუსელს, უკრაინის გამო კონფლიქტი არ დაიწყონ, იტყობინება Deutsche Welle. მისი თქმით, სამიტზე ერთობლივი დასკვნას უნდა მიაღწიონ.
გერმანელი პოლიტიკოსი კიევსა და ბრიუსელს შორის ასოციაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს დ ხაზს უსვამს, რომ საქმე ევროკავშირში წევრობას ეხება.
ამასთან, გიუნტერ ეტინგერი თვლის, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
რუსეთ - ევროკავშირის სამიტი 28 იანვარს ბრიუსელში გაიმართება.
www.unian.net
მასალის გამოყენების პირობები