ორშაბათს, ეგვიპტის სამხედრო სარდლობამ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, აბდელა ფატახა ას-სისი-ს კანდიდატურა წამოაყენა.
იანვრის შუა რიცხვებში, ეგვიპტეში საერთო ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა უმრავლესობამ ახალი კონსტიტუციის პროექტს დაუჭირა მხარი. დოკუმენტის თანახმად, სამხედროებს დამატებითი უფლებამოსილება მიენიჭებათ და უახლოესი 8 წლის განმავლობაში, ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას.
გარდა ამისა, არმიას სამოქალაქო პირების სამხედრო ტრიბუნალით გასამართლების უფლება მიეცემა.
www.interfax.ru
მასალის გამოყენების პირობები