აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ უკრაინელებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავისი ქვეყნის მომავლის ბედი. „აშშ იცავს იმ პრინციპს, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრის გამოხატვისა სრულიად თავისუფლად და მშვიდობიანი გზით“ - განაცხადა ობამამ კონგრესის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას.
მანამდე, აშშ-ის ვიცე - პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ ინაუკოვიჩს ოპოზიციასთან დიალოგში კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებისკენ მოუწოდა. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავად დარეკა ვაშნგტონში.
www.unian.net
მასალის გამოყენების პირობები