რუსეთის მთავრობამ მზრუნველობა მოკლებული ბავშვების შვილად აყვანის შესახებ კანონში შესწორება შეიტანა, რომლის თანახმად აიკრძალა ბავშვების იმ ქვეყნებში გაშვილება, რომლებმაც გეი–ქორწინებები დააკანონეს. შესაბამის დადგენილებას პრემიერ–მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი.
2013 წლის ივნისში სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ დაამტკიცეს კანონი, რომლის თანახმად ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანა აეკრძალათ. აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა პუტინმა ივნისში მოაწერა ხელი. კრემლის პრეს–სამსახურმა აღნიშნა, რომ ეს ზომა მიმართულია ბავშვის ფსიქიკის არატრადიციული სექსუალური ქცევის ხელოვნურად თავზე მოხვევისგან დასაცავად. გარდა ამისა, ივნისში სახელმწიფო დუმამ ასევე მიიღო კანონი "არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის შესახებ“. კანონის მომხრეებმა განაცახადეს, რომ ის მიმართულია ოჯახის და ტრადიციული ფასეულობათა დასაცავად.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები