ხანგრძლივი დებატების შემდეგ, იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ, მატეო რენცის მთავრობას ნდობის ვოტუმი გამოუცხადა.
ახალი პრემიერი პირველად გამოვიდა სიტყვით პარლამენტის წინაშე. თავის ემოციურ გამოსვლაში 39 წლის რენციმ ამბიციური გეგმები დასახა.
მისი სიტყვებით, იტალიამ არ უნდა უღალატოს ევროპულ ტრადიციებს, თუმცა ამავე დროს, ქვეყანაში რადიკალური და გადაუდებელი რეფორმები უნდა გატარდეს.
რენცის ვრცელი პროგრამა საარჩევნო და სასამრთლო სისტემების რეფორმას, შრომისა და საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებებს ითვალისწინებს.
ru.euronews.com
მასალის გამოყენების პირობები