პენტაგონს განზარახული აქვს მინიმუმამდე შეამციროს ამერიკის შეიარაღებული ძალების რიგები.
აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ჩაკ ხეიგელის თქმით, ეს ზომა თანხების დაზოგვის აუცილებლობამ განაპირობა.
ხეიგელმა შეიარაღებული ძალების 2015 წლის ბიუჯეტი წარადგინა. ძირითადი შემცირებები პირად შემადგენლობას შეეხება, რომელშიც 520 ათასის ნაცვლად 440-450 ათასი ადამიანი იქნება.
ბოლო ხანებში ორ დიდ საომარ კამპანიაში მონაწილეობა საგრძნობლად აისახა ქვეყნის ბიუჯეტზე, რამაც ლიბერალური წრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მოუწოდეს აშშ–ის თავდაცვის უწყებას შეამცირონ ხარჯები.
აღნიშნული გეგმის ძალაში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მას კონგრესი დაამტკიცებს.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები