უკრაინაში არსებული მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს ჩეხეთი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩეხეთის მთავრობამ განიხილა.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, მიუღებელია რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
ყირიმში რუსული ჯარის შეყვანის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა ლატვიაში. რიგაში ათასობით ადამიანი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აპროტესტებს.
აქცია მიმდინარეობს შეერთებულ შტატებშიც. ვაშინგტონში დემონსტრანტები რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ.
მასალის გამოყენების პირობები