ავღანეთში, ყველაზე ცოტა 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ნატოს ჯარების ავიადარტმის შედეგად - იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება.
ალიანსის სარდლობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რვა ადამიანი დაიჭრა. 25 თებერვალს, აშშ – ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, სამხედრო უწყებას სთხოვა, წლის ბოლომდე ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გეგმა შეემუშავებინათ, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ხამიდ კარზაი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. კარზაიმ არა ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა ნატოს ჯარების ქმედებები ავღანეთის ტერიტორიაზე.
მასალის გამოყენების პირობები