კანადაში მყოფმა 9 სამხედრო მოსამსახურემ, 24 საათის განმავლობაში ქვეყანა უნდა დატოვოს, იტყობინება ადგილობრივი ტელევიზია CTV News.
რუსი სამხედრო მოსამსახურეები კანადაში ტრენინგებზე და ენის შემსწავლელ კურსებზე, ორმხრივი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
კანადის ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება, უკრაინის კრიზისის გამო, რუსეთთან ყოველგვარი სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას უკავშირდება.
ხუთშაბათს, კანადის პრემიერ – მინისტრმა სტივენ ხარპერმა განაცხადა, რომ ის არ ცნობს.
ყირიმის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს, რადგან ეს ნახევრაკუნძული ამჟამად არაკანონიერი სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები