ყირიმში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „ხალხთა თვითგამორკვევის მორიგ ნათელ მაგალითს" უწოდებენ.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუს კოლეგასთან ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ორივე პრეზიდენტმა მოახდინა იმის კონსტატირება, რომ „ეს არის მორიგი მაგალითი ხალხის თავისუფლი თვითგამორკვევისა". ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამას გარდა, სომხური მხარის ინიციატივით შემდგარი დიალოგის დროს, პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ნაბიჯებზე რომლებიც სრულდება სომხური მხარის მიერ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
www.unian.net
მასალის გამოყენების პირობები