ესპანეთის ყოფილი პრემიერ – მინისტრი ადოლფო სუარესი 81 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სუარესი ესპანეთის მთავრობას ერთ–ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, ფრანკოს დიქტატორული რეჟიმის დაცემის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. უკანასკელი წლების განმავლობაში ის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, რადგან ალცგეიმერის დაავადებით იტანჯებოდა.
სუარესის პრემიერ–მინისტრობისას ესპანეთში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მიღებულ იქნა კონსტიტუცია და მოხდა პოლიტიკური პარტიების ლეგალიზება. ეს რეფორმები სუაერესმა ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველთან ერთად გაატარა.
მნიშვნელოვანი როლი სუარესმა, ასევე 1981 წლის სახელმწიფო გადატრილების მცდელობისას ითამაშა. პუტჩის ორგანიზატორები ესპანეთში ფრანკიზმის აღდგენას შეეცადნენ.
ადოლფო სუარესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები