აშშ–ის ყოფილი ელჩი მოსკოვში, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის წინადადებით გამოვიდა. თავის სტატიაში, „პუტინის რუსეთთან კონფრონტაცია“, რომელიც გაზეთ "New York Times"–ის საიტზე გამოქვეყნდა, მაიკლ მაკფოლი არა მარტო მოუწოდებს ამერიკის ხელისუფლებას მკაცრი პოზიციისკენ, არამედ, აღიარებს, რომ აშშ–მა თავისი მორალური ავტორიტეტი დაკარგა. მისი თქმით, ამ კონფლიქტში გამარჯვებისთვის აშშ–ი ისევ მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს. ყოფილი ელჩის აზრით, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლით დასრულდა, ვაშინგტონისთვის 25 წლის წინ დასრულებული კონფლიქტის განახლებას ნიშნავს, მხოლოდ უკვე სხვა დონეზე. პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში 2013 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, როცა მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა. „ევრომაიდნის“ სახელწოდებით ცნობილმა საპროტესტო აქციებმა მთელი უკრაინა მოიცვა დ იანვარში შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. 22 თებერვალს კი ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცება განხორციელდა. უმაღლესმა რადამ შეცვალა კონსტიტუცია, პარლამენტის ხელმძღვანელობა და პოსტიდან გადააყენა სახელწიფოს მეთაური, რომელიც მოგვიანებით იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 27 თებერვალს უკრაინის პარლამენტმა დაატკიცა ე.წ. „სახალხო ნდობის მთავრობის“ შემადგენლობა, არსენი იაცენიუკი კი პრემიერი გახდა. ყირიმში 16 მარტს გაიმართა რეფერენდუმი ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემებით, რფ-ში შესვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ამორჩეველთა 96%-ზე მეტმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელწიფო დუმის დეპუტატების, ფედერაციის საბჭოს წევრებისა და რფ-ის რეგიონთა ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტში განსახილველად წარადგენს კონსტიტუციურ კანონებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ოდნავ მოგვიანებით რუსეთმა და ყირიმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის შემადგენლობაში რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის შესვლის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები