თურქეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ Twitter – ის სოციალური ქსელით სარგებლობაზე აკრძალვა მოხსნა. მისი დაბლოკვა, გასულ კვირას, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის რეჯიბ ტაიპ ერდოღანის ინიციატივით მოხდა. დამკვირვებლები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავენ. თუმცა, ჯერჯერობით Twitter–ი თურქეთში მიუწვდომელია. თურქეთის ტელეკომუნიკაციების სამმართველოს (TIB) 30 დღე აქვს, იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, გააუქმოს ქსელით სარგებლობაზე აკრძალვა თუ არა. სოციალურ ქსელებში ერდოღანი არა ერთხელ დაადანაშაულეს კორუპციაში, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ, პორტალ YouTube –ზე გაჩნდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც პოლიტიკოსი და მისი შვილი დიდი რაოდენობის თანხის თავიდან მოცილებაზე საუბრობენ. მთავრობის ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებას, თურქეთის საზოგადოებაში კრიტიკა და ქილიკი მოჰყვა. მის წინააღმდეგ ერდოღანის თანაპრტიელი, ქვეყნის პრეზიდნეტი – აბდულა გიულიც კი გამოვიდა, რომელმაც პირადად დაწერა „ტვიტი“ და ღნიშნა, რომ სოციალური ქსელის დაბლოკვა მიუღებელია.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები