სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებას მაისიდან აგვისტომდე განახორციელებენ. დანიის ხელისუფლებამ, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, რეგიონის საჰაერო სივრცის გასაკონტროლირებლად, ექვსი თვითმფრინავის გაგზავნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ‘’ამჟამინდელ სიტუაციაში, ეს ბალტიის ქვეყნების მიმართ დანიის სოლიდარობის გამოხატვა იქნება", - ნათვქამია განცხადებაში. ამ მისიაში, რომელიც ნატოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ამ რაიონში საჰაერო სივრცეზე კონტროლის გაფართოებას ითვალისწინებს, ექვსი გამანადგურებელი F-16s მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს პარლამენტის სხდომამდე დაადასტუროს ეს ინფორმაცია. მანამდე, ოთხი გამანადგურებლის ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში გაგზავნის სურვილი საფრანგეთმაც გამოთქვა.
www.segodnya.ua
მასალის გამოყენების პირობები