მმართველი სოციალისტური პარტია საფრანგეთის მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა, თუმცა სოციალისტმა ან იდალგომ პარიზის მერობისთვის ბრძოლაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. პრეზიდნეტ ფრანსუა ოლანდის პოლიტიკით უკმაყოფილო მრავალრიცხოვანმა ამომრჩეველმა მემარჯვენეებსა და ულტრამემერჯვენეებს დაუჭირა მხარი. ამასთან, ბევრი მემერჯვენე ამომრჩეველი საერთოდ არ გამოცხადდა არჩევნებზე, რითაც შეამცირა აქტივობის მაჩვენებლები და დააზარალა სოციალისტები. წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე "ნაციონალურმა ფროტნმა" შვიდ ქალაქში მოიპოვა გამარჯვება. მემარჯენე ცენტრისტები, სავარაუდოდ, ისეთ ქალაქებზე აიღებენ კონტროლს, როგორებიცაა სენტ–ეტიენი, რეიმსი, ანჟე და ლიმოჟი.
მასალის გამოყენების პირობები