პაკისტანის სასამართლომ ექს–პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი. თავად გენერალი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მუშარაფს ბრალდებები 2007 წელს პაკისტანის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისა და ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გამო წაუყენეს. ახლა მას სამუდამო პატირმობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
გენერალი მუშარაფი პრეზიდენტის პოსტს 2001– 2008 წლებში იკავებდა, ხოლო 2008 წელს მან ქვეყანა დატოვა. 2013 წელს პაკისტანში დაბრუნების შემდეგ, მუშარაფმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, თუმცა ხელისუფლებამ მას ბრალდებები წაუყენა.
ამჟამად, მუშარაფი სამხედრო კარდიოლოგიურ ჰისპიტალში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები