უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa– ს პილოტები, სამუშაო პიროებების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, რის გამოც 4 ათასი რეისი გაუქმდა. გაფიცვა, სავარაუდოდ 400 ათას მგზავრს შეეხება. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა რეისების გადადების შესახებ სმს – შეტყობინებებითა და ელექტრონული წერილებით დააუწყეს ის მგზავრები, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასა და უკმაყოფილო პილოტებს შორის უთანხმოება უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ გრძელდება. ექსპერტების შეფასებებით, გაფიცვა Lufthansa–ს ათობით მილიონი დოლარით დააზარალებს.
მასალის გამოყენების პირობები