ლიტერატორი უკვე წლებია ფილტვების დაავადებას მკურნალობს.
87 წლის სახელგანთქმული კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გაბრიელ გარსია მარკესი, მექსიკის საავდამყოფოში, გავრცელებული ინფორმაციით, პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.
ორი წლის წინ, მწერლის უმცროსმა ძმამ განაცხადა, რომ მარკესი სიბერის გამო დაუძლურდა და წერა მიატოვა. ბოლო 30 წელია მწერალი მექსიკაში ცხოვრობს. 1989 წელს ექიმებმა მას ფილტვების კიბო დაუდგინეს, ავადმყოფობა 1992 წელს ოპერაციის საშუალებით შეაჩერეს. 1999 წელს მწერალს კიდევ ერთი მძიმე დაავადება — ლიმფომა აღმოაჩნდა. აშშ – ში ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შემდეგ მარკესმა შეძლო დაავადების დამარცხება.
მწერლის მოთხრობების ბოლო კრებული 2010 წელს გამოვიდა.
ცნობილი რომანების „მარტოობის ასი წელიწადი" და "სიყვარული ჟამიანობის დროს" ავტორი, ერთი–ერთი ყველაზე ცნობილი ესპანურენოვანი მწერალია.
www.segodnya.ua
მასალის გამოყენების პირობები