ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო სამშაბათს ქვეყნის ოპოზიციას შეხვდება. მადურო ამ ნაბიჯზე ლათინოამერიკული ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებთნ შეხვედრის შემდეგ დათანხმდა. "იმედი მაქვს, ოპოზიციონერები უკან არ დაიხევენ და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან", - განაცხადა მადურომ.
მიმდინარე წლის თებერვალში, ვენესუელაში ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო აქციები მადუროს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები დაიწყო. დემონსტრაციის შედეგად, ყველაზე ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები