ხარკოვში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. უკრაინის შსს–ს ინფორმაციით, გადაკეტილია ქალაქის ცენტრი. მანამდე
, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, ხარკოვში, დონეცკში, ნიკოლაევსა და სხვა ქალაქებში მილიციასა და პრორუსულად განწყობილ დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ რეგიონებში მილიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები შეიყვანეს. ორშაბათს მანიფესტანტებმა ე.წ. სახალხო რესპუბლიკების შექმნა გამოაცხადეს და მათი სტატუსის საკითხის რეფერენდუმზე გატანის გადაწყვეტილება მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 70 ადამიანი. უკრაინის შსს–ის ინფორმაციით, ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე, რომელიც მანამდე პრორუსულმა აქტივისტებმა დაიკავეს, კონტროლი აღდგენილია. აქტივისტებსა და მილიციას შორის შეტაკებები ასევე ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციასთან მოხდა. დაჭრილია ათამდე ადამიანი. აშშ–ს არ სჯერათ, რომ უკრაინის სეპარატისტული გამოსვლები სპონტანური ხასიათისაა და მათ გაღვივებაში რუსეთს სდებენ ბრალს. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ უახლოესი 10 დღის განმავლობაში უკრაინის, რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
ru.euronews.com
მასალის გამოყენების პირობები