კრამატორსკის აეროპორტს, დონეცკის ოლქში, უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, თუმცა, თავად ქალაქს პრორუსულად განწყობილი რაზმები იცავენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა, დაღუპულია ერთი ადამიანი. უკრაინის შსს-ს განცხადებით, განხორციელდა გამაფრთხილებელი გასროლები, მსხვერპლი არ არის, რამდენიმე აქტივისტი ტყვედ აიყვანეს. კრამატორსკის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შტურმში „პირველი სექტორის“ მეომრები და უცხოელი დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები