ექვსი ალპინისტი დაიღუპა და ცხრა უგზო-უკვლოდ დაიკარგა ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, იტყობინება ABC News. ამავე დროს Associated Press ხუთი დაკარგულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რაც ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ნეპალის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმა, მადჰუ სუდან ბურლაკოტიმ (Madhu Sudan Burlakoti) განაცხადა, რომ 18 აპრილს, დილას, თოვლის ძლიერმა ნაკადებმა მეორე საბაზო ბანაკი გადაფარეს, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად, შემთხვევის ადგლზე მაშველები და სხვა ალპინისტები მუშაობენ. გარდა ამისა სამძებრო სამუშაოებს კატმანდუდან გამოგზავნილი შვეულმფრენებიც აწარმოებენ. ევერესტი, (ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე), მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია.
მასალის გამოყენების პირობები