იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც ფინანსური მაქინაციებსთვის, ერთი წლის ვადით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა მიუსაჯეს, ორშაბათიდან მილანის მახლობლად განლაგებულ მოხუცთა თავშესაფარში შეუდგება სასჯელის მოხდას. შესაბამის დოკუმნეტს მან გუშინ მოაწერა ხელი. ექს-პრემიერს უფლება აქვს გააგრძელოს თავისი პოლიტკური მოღვაწეობა, თუმცა, სასჯელის ვადის ამოწურვამდე, ბერლუსკონიმ ღამე მხოლოდ საკუთარ სახლში უნდა ათიოს.
მასალის გამოყენების პირობები