იაპონიის მთავრობა რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად, მზადაა უკრაინას 800 ათასი ევროს ოდენობით (1,1 მილიონი დოლარი) ფინანსური დამხარება გამოუყოს. აღნიშნული თანხიდან 500 ათასი ევრო უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის მხარდასაჭერად არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, 300 ათასი ევრო, არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭოს გადაეცემა. უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, არჩევნები 25 მაისს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები