ახალი კანონით, ბავშვი, რომელსაც 7 წელი შეუსრულდა, შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს, თუმცა განაჩენს სისრულეში მხოლოდ მაშინ მოიყვანენ, როდესაც ის 18 წლის გახდება.
ასევე კანონპროექტი შეზღუდავს პრეზიდენტის შესაძლებლობას სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეცვალოს.
ამ დროისათვის, მალდივის კუნძულებზე 20 - მდე სიკვდილმისჯილია.
იმ დანაშაულებათა შორის, რომელიც მალდივებზე სიკვდილით ისჯება არის ათეიზმი და ისლამის კრიტიკა.
მალდივის კუნძულები გადაშლილია ინდოეთის ოკეანეში 850 კმ სიგრძეზე ვერტიკალური ვიწრო ჯაჭვის სახით, შრი-ლანკას სამხრეთ დასავლეთით.
ადგილობრივი მცხოვრებლები 199 კუნძულზე ცხოვრობენ, მათგან 70 ტურისტული კუნძულებია.
მასალის გამოყენების პირობები