2 მაისს, ღამის საათებში, სლავიანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი შვეულმფრენი МИ-24, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა, ჩამოაგდეს. იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს მონაცემებით, სროლის შედეგად, ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რამდენიმე - დაიჭრა. გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, დაზიანებულია უკრაინის არმიის ავიაციის კუთვნილი შვეულმფრენი Ми-8.
დღეს დილიდან უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებმა სლავიანსკის შტრუმი დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები