ყირიმელი თათრების განცხადებით ყირიმის რესპუბლიკას ეროვნული–ტერიტორიული სტატუსი უნდა მიენიჭოს, რათა ისტორიულ ტერიტორიაზე მათი უფლებების რეალიზება მოხდეს. ამის შესახებ თათრების დეპორტაციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებულ სამგლოვიარო მიტინგზე მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
„იმისათვის, რომ ყირიმელი თათრების უფლებები აღდგეს, ნახევარკუნძულს ისტორიული სახელწოდება უნდა დაუბრუნდეს, რომელიც ყირიმელი თათრების დეპორტაციის შემდეგ იქნა შეცვლილი. უნდა იყოს მიღებული კანონები, რომლის თანახმად, აღდგება ყირიმელი თათრების წარმომადგენლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში. ყირიმელი თათრების მეჯლისი ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლობით ორგანოდ უნდა იქნას აღიარებული,“– ნათქვამია რეზოლუციაში.
აქცია კიევში ჩატარდა, ხოლო ბახჩისარაიში - სამგლოვიარო მიტინგ გაიმართა. ისტორიკოსების შეფასებით, გაუსაძლისი მდგომარეობის, შიმშილისა და ავადმყოფობისგან გადასახლებულთა 40% დაიღუპა.
ბი-ბი-სი-ს ინფრომაციით, მიტინგის მსვლელობისას, ცაზე მოულოდნელად რუსული სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ, რომელთა გუგუნი მიტინგზე გამომსვლელთა ხმებს ახშობდა.
მანამდე, ყირიმის ხელისუფლებამ მასობრივი ღონისძიებები ჩატარება 6 ივნისამდე აკრძალა
მასალის გამოყენების პირობები