კოლუმბიაში 31 ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი დაიღუპნენ, ავტობუსში, რომელსაც ქალაქ ფაუნდასიონში ცეცხლი წაეკიდა. ბავშვები საეკლესიო წირვიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც მანქანის საწვავის ბაკი აფეთქდა. ავტობუსი გადავსებული იყო და მასში, ნებადართული 38-ის ნაცვლად, 50-ზე მეტი ადამიანი იყო, რამაც გაართულა სამაშველო სამუშაოები, ისევე, როგორც ძლიერმა ალმა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა 20 ბავშვის გადარჩენა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა მოახერხეს. ავტობუსის მძღოლი გადარჩა: მან მოასწრო ტრანსპორტის დატოვება, როგორც კი ბაკი აალდა. პოლიციამ ის უკვე დაკითხა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მუსამძიმრა.
მასალის გამოყენების პირობები