დიდი ბრიტანეთში თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემის გადასაწყვეტად კონკურსი გამოცხადდა. გამარჯვებული 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. იმას, თუ რა ჩაითვლება კაცობრიობის ყველაზე დიდ გამოწვევად, ღია კენჭისყრით, 25 ივნისს დაადგენენ. ექსპერტების მიერ შედგენილ სიაში 6 ყველაზე გლობალური პრობლემა შევიდა, მათ შორის , მსოფლიოში შიმშილის დაძლევა და ზღვის წყლის გამტკნარების სისტემის შექმნა. პრემიის კურატორის ჯეფ მაგლენის თქმით, გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს. წარმოდგენილი გამოგონებების შეფასების კრიტერიუმებს სპეციალური კომისია შეიმუშავებს. კონკურსის იდეა დაკავშირებულია იორკშირელ მესაათე ჯონ ჰარისონთან. 1714 წელს ბრიტანეთმა ზღვაში გემის მდებარეობის ზუსტად დადგენის მეთოდის შესამუშავებლად 20 ათასი ფუნტის (დღევანდელი კურსით თითქმის 4.5 მილიონი დოლარის) ოდენობით პრემია დააწესა. ნავიგაციისთვის ფასდაუდებელი საზღვაო ქრონომეტრის შექმნისაკენ ჯონ ჰარისონს სწორედ ამ პრემიამ უბიძგა.
მასალის გამოყენების პირობები