ავღანელმა თალიბებმა 11 მშვიდობიან მოქალაქეს, კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო საჩვენებლი თითები მოაჭრეს. ამ დღეს ქვეყანაში სულ 150 ტერაქტი განხორციელდა, რომელთა შედეგად 50 ადამაინი დაიღუპა. არჩევნების ჩაშლის მიზნით, თალიბები ემუქრებოდნენ ყველას, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.
ადგილობრივი ექიმების მტკიცებით, დაზარალებულ ამომრჩევლებს, ძირითადად ზანდაზმულ მამაკაცებს, არჩევნების მსვლელობისას, სპეციალური მელნით მონიშნული საჩვენებელი თითები, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, ბასრი დანით მოაჭრეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელის 14 ივნისს გაიმართა, ერთმანეთს კონკურენციას ავღანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აბდალა-აბდალა და ფინანსთა ექს-მინისტრი არშაფ განი უწევდნენ. მედიის მონაცემებით, 12 მილიონ ავღანელი ამომრჩევლიდან, 7 მილიონს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები