ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება "ჰამასი" ცხრადღიანი ბრძოლის შემდეგ, ღაზას სექტორში 5 საათით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ. ისრაელის არმია ადგილობრივი დროით 10:00-15:00 საათამდე შეწყვეტს საბრძოლო ქმედებებს. ისრაელის მიმართ საბრძოლო ქმედებების შეჩერებაზე თანხმობა განაცხადა "ჰამასმაც".
ამ ხნის განმავლობაში მშვიდობიანი მოქალაქეები საკვების და სხვა საჭირო ნივთების მომარაგებას შეძლბენ.
ამასთან, ისრაელის არმიის განცხადებით, ისრაელი მკაცრად უპასუხებს, თუ "ჰამასი" დროებითი ზავის პირობებს დაარვევს.
პალესტინური მხარის განცხადებით, ისრაელის ავიაშეტევებს 8 ივლისიდან ღაზას სექტორში 220 პალესტინელი ემსხვერპლა და 1,5 ათასზე მეტი-დაიჭრა, ერთი ადამიანი დაიღუპა გუშინ ისრაელშიც, ხოლო ბოლო ცხრა დღს განმავლობაში, 20-ზე მეტიადამიანი
მასალის გამოყენების პირობები